7 თვეში იმპორტი $10.3 მილიარდამდე გაიზარდა, მხოლოდ ივლისში კი შემცირდა – TOP იმპორტიორი ქვეყნები/საქონელი

7 თვეში იმპორტი $10.3 მილიარდამდე გაიზარდა, მხოლოდ ივლისში კი შემცირდა – TOP იმპორტიორი ქვეყნები/საქონელი

საქართველოს $14 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში იანვარ-ივლისში იმპორტზე 72.8% მოდიოდა. 7 თვის ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, იმპორტდამოკიდებული ქვეყნიდან სხვადასხვა საქონლის შესაძენად 10 მილიარდ 310 მილიონი დოლარი გავიდა, რაც წლიურად 10.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა სტატისტიკიდან ვიგებთ იმასაც, რომ ექსპორტის მსგავსად, მხოლოდ ივლისის თვეში იმპორტი 6.6%-ით, 1 მილიარდ 464 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივლისში 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.6% დაიკავა. ამასთან, აშშ-დან იმპორტის ზრდა ავტომობილების იმპორტის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირდება. წლის ამ პერიოდში იმპორტი გერმანიიდან და იაპონიიდან შემცირდა.

TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა:

  1. თურქეთი – $1.5 მლრდ, ზრდა – 2.2%;
  2. აშშ – $1.5 მლრდ, ზრდა – 39.5%;
  3. რუსეთი – $1 მლრდ, ზრდა – 6.5%;
  4. ჩინეთი – $1 მლრდ, ზრდა – 20.5%;
  5. გერმანია – $683 მლნ, კლება – 4.7%;
  6. გაერთიანებული სამეფო – $448.5 მლნ, ზრდა – 425%;
  7. აზერბაიჯანი – $332 მლნ, ზრდა – 2.2%;
  8. იტალია – $247 მლნ, ზრდა – 5.1%;
  9. იაპონია – $225.9 მლნ, კლება – 27%;
  10. საფრანგეთი – $187.6 მლნ, ზრდა – 6.9%;

 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ივლისში მსუბუქი ავტომობილების სახით იყო წარმოდგენილი, რომლის იმპორტმა 2 მილიარდ 58 მლნ დოლარი და მთელი იმპორტის 20% შეადგინა. იმპორტის კუთხით შემცირებულია ნავთობროდუქტების, სატვირთოებისა და გამომთვლელი მანქანების შემოტანა.

იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები – $2 მლრდ, ზრდა – 9.5%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $727.5 მლნ, კლება – 5.6%;
  3. სურათები, ნახატები – $481 მლნ, ზრდა – 244 469%;
  4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $398 მლნ, ზრდა – 7.7%;
  5. ნავთობის აირები – $258 მლნ, ზრდა – 8.3%;
  6. სატელეფონო აპარატები – $176.2 მლნ, ზრდა – 1.9%;
  7. სატვირთო ავტომობილები – $99.9 მლნ, კლება – 17.8%;
  8. სიგარები, სიგარილები – $92.7 მლნ, ზრდა – 2.8%;
  9. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – $91.2 მლნ, ზრდა – 5.7%;
  10. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $89.6 მლნ, კლება – 53.8%.

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…